ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

20 მაისი, 2026

ვაკანსია - არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიცია

ცხადდება კონკურსი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად


კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე - info@manuscript.ge  2026 წლის 1 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით.

დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება. 

საბუთების გადარჩევის დღე - 2026 წლის 18-19 ივნისი.

გასაუბრების  ჩატარების დღე - 2026  წლის 22-23 ივნისი.

შენიშვნა: სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  2026  წლის 1 ივლისისა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები                                 

                                
თანამდებობის დასახელება:      
არქივთმცოდნეობის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
დამსაქმებელი: სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1759.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:                                                                            
განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსთვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.
საარქივო მასალის არქეოგრაფიული დამუშავება და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება.

მოთხოვნები:
აკადემიური  ხარისხი - დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ  6  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                               
აუცილებელია:    
არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა; საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის გამოცდილება.    
სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა
                                                                 
სასურველია: 
ადმინისტრაციული   ხელმძღვანელობის      გამოცდილება.
ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.                                                                                                     

კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office
                                
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა


  • კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    • განცხადება  (ჩამოტვირთეთ)
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
    • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
    • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი  
    • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში) 
    • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
    • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა    (არაუმეტეს 2 გვერდისა) 
    • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
    • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
    • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში  (არაუმეტეს 2 გვერდისა) 
    • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს  დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას. 
    • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)